Belive

პსჟ თითქმის გამოირიცხა - რატომ ვერ შეძლებენ პარიზელები მესის დამატებას?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვების შემთხვევაში, კარიერის გაგრძელების 5 ყველაზე რეალური ვარიანტი ექნება. ერთ-ერთი მათგანი "პარი სენ-ჟერმენი" გახლავთ. მესი-რონალდუ-ნეიმარის არაამქვეყნიური ტრიოს საფრანგეთის დედაქალაქში შეკრების სცენარი დიდი ალბათობით განწირულია. თუმცა ეს იმიტომ არ ხდება, რომ არაბ შეიხებს სურვილი ან შესაძლებლობა არ აქვთ, არა, ამჯერად საქმეში უეფა და ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები ერთვება. პარიზელებს არგენტინელი სუპერვარსკვლავის გადასაბირებლად საკმარისი ოდენობის თანხა გააჩნიათ, თუმცა უეფას რეგულაციები მათ საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის. "ბლაუგრანა" 6 ოქროს ბურთის მფლობელის სანაცვლოდ 700 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც თუ ბოლო წლებში დამყარებულ ორ სატრანსფერო რეკორდს (კილიან მბაპესა და ნეიმარის შეძენას) დავუმატებთ (ჯამში 400 მილიონი), ეს უპრეცედენტო ბანს გამოიწვევს და შესაძლოა გუნდი საერთაშორისო ტურნირებიდანაც მოიკვეთოს. L'Equipe-ი წერს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როცა "პსჟ" მესის შეძენას შეძლებს, ნეიმარის ან მბაპეს სარფიანად გაყიდვა იქნება. ასევე იხილეთ: რა შემთხვევაში დარჩება მესი ბარსელონაში? ასევე იხილეთ: მანჩესტერ სიტი Twitter-ში: “ჩვენი ახალი შენაძენი, რომელიც ამ პლანეტიდან არ არის”  ასევე იხილეთ: სიტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს – გვარდიოლას გუნდი პირველ ოფიციალურ შეთევაზებას ამზადებს ასევე იხლლეთ: სამპდორია მესის: “ჩვენი-10 ნომრიანი მაისური თავისუფალია”

სხვა სტატიები