Belive

პსჟ უმძიმეს მდგომარეობაშია - ჩემპიონთა ლიგაზე მათ 3 ლიდერი დააკლდებათ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. ხვალ კი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ბოლო მატჩები იქნება, სადაც "პსჟ" "ლაიფციგს" ესტუმრება. "პსჟ" მატჩის წინ უმძიმეს მდგომარეობაშია, რადგან როგორც რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, მათ შემტევი სამეული - ნეიმარი, მბაპე და იკარდი არ ეყოლებათ. მიზეზი ტრავმაა, რომელიც ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენხანს არ ეყოლება ფრანგულ კლუბს შემტევი ტრიო. "ლაიფციგისა" და "პსჟ"-ს მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები