Belive

პსჟ ზაფხულში დონარუმას შეძენას შეეცდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური AS-ის თანახმად, ფრანგული გრანდი, "პარი სენ-ჟერმენი" ახალგაზრდა იტალიელი მეკარით, ჯანლუიჯი დონარუმათი დაინტერესდა. მიმდინარე სეზონში, პარიზელთა კარს "მადრიდის რეალის" ყოფილი მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის 4-გზის ტრიუმფატორი, კეილორ ნავასი იცავს. "პსჟ-ს" ხელმძღვანელობას, კოსტა-რიკელი მეკარის კრიტიკის საფუძველი ნამდვილად არ აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნავასი უკვე 34 წლისაა და დროთა განმავლობაში, სათამაშო ფორმასაც დაკარგავს. სწორედ ამ მიზეზით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯანლუიჯი დონარუმა იქნება - 21 წლის მეკარე, რომელიც იტალიური "მილანის" ღირსებას და ასაკის მიუხედავად, "მილანის" ძირითად გუნდში უკვე 190 მატჩი აქვს ჩატარებული. ცნობილია, რომ დონარუმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარიზული გრანდისთვის, ეს საკითხი მარტივად მოგვარებადი იქნება.
დონარუმას "მილანთან" კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში უმთავრდება. იმ შემთხვევაში, თუკი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაწარუმატებლად წარიმართა, მილანური გუნდის ხელმძღვანელობა დონარუმას დროულად გაყიდვაზე დაფიქრდება. მისი სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონს შეადგენს, მომდევნო ზაფხულში კი მისი გაფორმება თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ გუნდს შეეძლება.

სხვა სტატიები