Belive

პსჟ ზენიტთან მალკომის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ზენიტის'' შემტევის, მალკომის ტრანსფერით ინტერესდება და რუსულ გუნდთან მოლაპარაკებების მეორე ეტაპს იწყებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

თავად ფეხბურთელს პარიზულ კლუბში გადასვლა სურს, თუმცა ,,ზენიტს'' ,,პსჟ-სგან'' ოფიციალური წინადადება ჯერჯერობით არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელის აგენტმა დაადასტურა, რომ პარიზელებთან მოლაპარაკებები ნამდვილად არსებობდა, თუმცა მათ მისთვის კონკრეტული შეთავაზებით არ მიუმართავთ.

მიმდინარე სეზონში მალკომის ანგარიშზე ,,ზენიტის'' მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები