Belive

პუიოლი: მესი 38 წლამდე ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტნის, კარლეს პუიოლის შეფასებით, ლიონელ მესის უმაღლეს დონეზე თამაში 38 წლამდე შეუძლია. "რატომ ვსაუბრობთ ბარსელონას მომავალზე მესის გარეშე? ის 32 წლისაა და 38 წლამდე ითამაშებს. მთავარია, სანამ ის ჩვენთანაა, გუნდმა მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოიგოს," განაცხადა პუიოლმა. 32 წლის არგენტინელს მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი შედეგები აქვს: ლა ლიგაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში, მესის ანგარიშზე 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, მესიმ საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების დღე თანდათანობით ახლოვდება. "იმედი მაქვს, კიდევ წლების განმავლობაში ვითამაშებ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერი ვიქნები ფიზიკურად," აღნიშნა არგენტინელმა.
EMUe2qoWwAIMjnV
კარლეს პუიოლის თქმით, იგი მომავალში სამწვრთნელო კარიერით არ არის დაინტერესებული: "ჩემს თავს სპორტულ დირექტორად უფრო ვხედავ, ვიდრე მწვრთნელად. ჩემი ოცნებაა, მინდორზე გასვლა და თამაში კვლავ შემეძლოს, მაგრამ ეს შეუძლებელია," განაცხადა მან.

ასევე იხილეთ: მოურინიო: “რა მოუვა ბარსელონას, როდესაც მესი გუნდიდან წავა?”

 

სხვა სტატიები