Belive

პუიოლი მესის რეკორდზე: "ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესიმ "ვალიადოლიდთან" მატჩში "ბარსელონას" მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, რითაც პელეს ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა. კატალონიური კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ კარლეს პუიოლმა თქვა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესოა.

"თუ მკითხავთ ვინ არის მაიკლ ჯორდანი, გეტყვით, რომ ის საუკეთესოა კალათბურთის ისტორიაში. რაც შეეხება მესის, მას იგივე სტატუსი ექნება - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს საკუთარი მოსაზრებაა და ზოგჯერ რთულია, იყო ობიექტური. "რეალის" ფანს გაუჭირდება, რომ ლეო საუკეთესოდ აღიაროს," - თქვა პუიოლმა.

სხვა სტატიები