Belive

პუიოლი: ,,პიკე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, კატალონიური გუნდის მცველზე, ჟერარ პიკეზე ისაუბრა:
,,რეალურად, მე და პიკემ ერთმანეთთან კონტაქტი ძალიან მალე დავამყარეთ, პირველად მოედნის გარეთ, შემდეგ კი მოედანზეც. მასთან ერთად თამაში ჩემთვის ყოველთვის იოლი იყო. ჟერარი მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელმაც ,,ბარსელონას'' სათამაშო სტილი ძალიან კარგად იცოდა, რადგან ,,ლა მასიას'' აღზრდილია. ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია,'' - პუიოლის სიტყვებს As-ი ციტირებს.
პიკე ,,ბარსელონაში'' 2008 წლიდან თამაშობს. 34 წლის მცველის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 576 შეხვედრაში 51 გოლია. ფეხბურთელს ,,ბარსელონასთან'' ერთად 30 ტიტული აქვს მოგებული.

სხვა სტატიები