Belive

პუიოლმა კარლოსის ყუმბარისებული დარტყმა გაიხსენა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ლა ლიგის მრავალგზის ტრიუმფატორის - კარლეს პუიოლის პირად აქტივში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვება. ტიტულებით დახუნძლული პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, პუიოლმა სახელი გაითქვა, როგორც მენტალურმა მონსტრმა, რომელსაც გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ ფასად სწყუროდა. ხასიათის სიმტკიცე და შეუპოვარი ბრძოლა - სწორედ ეს განასხვავებდა პუიოლს დანარჩენი მსოფლიოსგან. პუიოლი ნამდვილი კაპიტანი იყო! კარლეს პუიოლისათვის ნებისმიერი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, თუმცა "ელ კლასიკოს" კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რაზეც მისი თავგანწირვაც მეტყველებს. თითზე ჩამოსათვლელად თუ შეხვდებით ფეხბურთელებს, რომლებიც რობერტო კარლოსის ყუმბარისებული დარტყმის მოგერიებას თავით შეეცდებოდა - პუიოლი ერთ-ერთი მათგანია. კარის ხაზზე მდგომი პუიოლი რობერტო კარლოსის უძლიერეს გასროლას არ შეუშინდა, ბურთი თავით მოიგერია და "ბარსელონა" გაშვებული გოლისგან იხსნა. 2020 წელს, პუიოლმა აღნიშნული დაპირისპირება გაიხსენა.

"ეს ვიდეო დღეს აღმოვაჩინე. ადრე არასდროს მინახავს მატჩი ამ რაკურსით. რობერტო, ჩემო მეგობარო, კინაღამ თავი წამაცალე". 
 
 
View this post on Instagram
 

A post shared by Carles Puyol (@carles5puyol)

სხვა სტატიები