Belive

პულისიჩი ჩელსიში გადასვლაში არსენალის ფეხბურთელმა დაარწმუნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრისტიან პულისიჩი, რომელიც მომდევნო სეზონში ლონდონის "ჩელსის" შეეურთდება, განაცხადა, რომ მაურისიო სარის გუნდში გადასვლამდე ყოფილ თანაგუნდელთან კონსულტაცია გაიარა. ამერიკელი ფეხბურთელის თქმით, მას გადაწყვეტილების მიღებაში "არსენალის" გაბონელი ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ ობამეიანგი და პულისიჩი დორტმუნდის "ბორუსიაში" ერთად 2016-18 წლებში თამაშობდნენ. "როდესაც "ჩელსიში" გადასვლის ვარიანტი გამომიჩნდა, ობამეიანგს ვესაუბრე. ჩვენ გერმანიაში ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ემერიკს ლონდონი ძალიან უყვარს. ვფიქრობ, რომ ის დიდი ქალაქების ბიჭია.  ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ობამეიანგისგან "ბორუსიაში" ძალიან ბევრი ვისწავლე. ის ჩემზე უფროსია და როდესაც მთავარ გუნდში დამაწინაურეს, ძალიან თბილად შემხვდა. გაბონელი ძალიან თავმდაბალია და ბევრმა ამის შესახებ არ იცის," - თქვა კრისტიან პულისიჩმა.

სხვა სტატიები