Belive

ბარსელონამ დაადასტურა - ფერან ტორესი ბარსელონაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

21 წლის ესპანელი ფეხბურთელი - ფერან ტორესი, "სიტიდან"  "ბარსელონაში" გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა Twitter გვერდმა.

სატრანსფერო თანხა €55 მილიონს + €10 მილიონს შეადგენს. ფერანმა შესაძლოა ხვალვე გაიაროს სამედიცინო შემოწმება “ბარსელონაში” და კონტრაქტიც გააფორმოს. ფერან ტორერის ტრანსფერი "ბარსელონაში" მემფის დეპაისა და ანსუ ფატის ტრავმებმა დააჩქარებინა. იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიურ გრანდს მესის კლუბიდან წასვლის შემდეგ თამაში და გოლების გატანა უჭირს, ხავიმ მისი პირველი რჩეული კლუბში მოიყვანა და მას ეიმედება, რომ 21 წლის ესპანელი შემტევი კლუბს გააძლიერებს. მემფის დეპაი ტრავმამდეც ვერ გამოიყურებოდა ისეთ ფორმაში, როგორსაც მას უწინასწარმატყველებდნენ. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის გათამაშებაში ნიდერლანდელ შემტევს 6 გოლი აქვს გატანილი, თუმცა იგი კლუბს ვერ ლიდერობს და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის იმედებსაც ვერ ამართლებს. საინტერესოა შეცვლის და დაასრულებს თუ არა 21 წლის ესპანელი ფორვარდი "ბარსელონას" წარუმატებელ თამაშს. 21 წლის ესპანელი ფორვარდი 2020 წლიდან მანჩესტერ "სიტის" ღირსებას იცავს. მან ინგლისურ გრანდში 28 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 9-ჯერ გამოიჩინა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ფერანი ესპენთის ეროვნულ ნაკრებში 2020 წლიდან ირიცხება და 22 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები