Belive

ქალების ელ კლასიკო კამპ ნოუზე 85 ათასი მაყურებლის წინაშე ჩატარდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
30 მარტს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება, სადაც "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება და ქალთა ელ კლასიკო შედგება.  პირველი მატჩი კი 23 მარტს, მადრიდში ჩატარდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" ქალთა კლუბი ელ კლასიკოს კამპ ნოუზე ჩაატარებს და მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის, რადგან უკვე 85 ათასი ბილეთი გაიყიდა. საინტერესოა ასევე ის ამბავი, რომ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" კაცთა კლუბის თამაშზე, რომელიც კამპ ნოუზე გაიმართა, ყველაზე ბევრი 46,299 ადამიანი დაესწრო. როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში, ბარსელონაში ქალთა კლუბზე უფრო დიდი იმედები მყარდება, ვიდრე კაცთა კლუბზე. ქალთა ელ კლასიკოს 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი, 30 მარტს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები