Belive

ქალთა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები მეორედაც დაამარცხა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 64-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გახსნა. ამ მომენტიდან ზუსტად ოთხ წუთში, ჭიჭინაძემ პენალტი შეასრულა ზუსტად, დუბლი გაიფრომა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე სტუმრება დააფიქსირეს, თათია გაბუნიას კარი შაჰიდ ალზარკანმა აიღო. საქართველო: გაბუნია, ქადაქიშვილი, პასიკაშვილი, კალანდაძე, ბაქრაძე (55’ ბოლქვაძე), ჭიჭინაძე, ჭყონია, დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, დიმოპულუ, წოწერია, პოღოსიანი, სალუქვაძე, ჩხარტიშვილი მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
გაფრთხილება: 45+1’ ჭიჭინაძე, 52’ ჯუმა, 62’ შ. ალზარკანი, 67’ რაშიდი, 70’ ნ. ალადვანი გოლები: 1:0 ჭიჭინაძე (64), 2:0 ჭიჭინაძე (პენ) (67), 2:1 შ. ალზარკანი (78)
14 ივნისს, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალთა ეროვნული ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ივნისს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები