Belive

ქარიმ ბენზემამ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, ქარიმ ბენზემამ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს და წერს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "სამეფო კლუბი" დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს გაიფორმებს. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს არ სურს, რომ გუნდში სათადარიგო მოთამაშის როლი ითამაშოს და კლუბის ხელმძღვანელობას ამის შესახებ უკვე აცნობა. ამბობენ, რომ ბენზემა მოლაპარაკებები გამართა კლუბის პრეზიდენტ, ფლორენტინო პერესთან და უთხრა, რომ გუნდს დატოვებს, თუ ჰოლანდს ზაფხულში დაიმატებენ.
No description available.
მადრიდელები ასევე ფავორიტები არიან კილიან მბაპეს დამატებისთვის ბრძოლაშიც, რომელსაც სეზონის ბოლოს "პარი სენ-ჟერმენთან", კონტრაქტი ეწურება, მაგრამ ბენზემას თანამემამულის მოსალოდნელი მოსვლა არ აწუხებს. ამბობენ, რომ ბენზემას სურს ითამაშოს მბაპესთან ერთად, რომელსაც ფლანგზე თამაშიც შეუძლია და ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს ცენტრალური ფორვარდისთვის, ვიდრე გამოკვეთილ თავდამსხმელ ჰოლანდს. 34 წლის ფორვარდი "ბლანკოსების" რიგებში უკვე მე-13 წელს ატარებს და ამ პერიოდის განმავლობაში ბენზემამ 586 მატჩში 303 გოლის გატანა მოახერხა, რა მაჩვენებლითაც კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე პოზიციას იკავებს, მის აქტივში ასევე 153 საგოლე პასია. მას "რეალის" მაისურით ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ აქვს მოგებული და მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, ასევე 3 ლა ლიგის და ევროპის სუპერთასის ტიტულია.

სხვა სტატიები