Belive

ქართული გუნდების მეტოქეები ევროტურნირების მე-2 ეტაპზე ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დასრულდა ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 ქართული გუნდიდან სამმა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე ლუქსემბურგის "ფოლა" უპრობლემოდ, 2 მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა და მე-2 ეტაპზე შოტლანდიურ "აბერდინს" შეხვდება. პირველი დაპირისპირება 25 ივლისს "დინამო არენაზე" გაიმართება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, თბილისის "დინამომ" ანდორული "ენგორდანი" გაანადგურა. ფელის ვისენტეს გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა. "დინამო" შემდეგ რაუნდში აზერბაიჯანულ "გაბალასთან" ითამაშებს. პირველი მატჩი 25 ივლისს გაბალაში გაიმართება. "საბურთალო", რომელმაც "შერიფთან" პირველი შეხვედრა სტუმრად 0:3 მოიგო, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც გაუჭირდა. თბილისურმა კლუბმა საპასუხო მატჩის პირველ 10 წუთში 3 გოლი გაუშვა, თუმცა, საბედნიეროდ, მე-2 ტაიმში გაიტანა და ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპოვა - 4:3. "საბურთალოს" შემდეგი მეტოქე ზაგრების "დინამოა". პირველი შეხვედრა 23 ივლისს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.  

სხვა სტატიები