ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

მოახლოვდა ევროტურნირები – კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული საკვალიფიკაციო ეტაპები ძალიან მალე, აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება.

ევროპა ლიგაზე ეროვნული ლიგიდან წელსაც 3 გუნდი იასპარეზებს. საქართველოს ღირსებას “საბურთალო”, “ლოკომოტივი” და “დინამო ბათუმი” დაიცავენ. სამწუხაროდ, სამივე გუნდი განუთესავია.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები კი ასეთია:

“აპოელი” (კვიპროსი), “პარტიზანი” (სერბეთი), “სტიაუა” (რუმინეთი), “მარიბორი” (სლოვენია), “ჰაპოელი” (ისრაელი), “რუსენბორგი” (ნორვეგია), “აპოლონი” (კვიპროსი), “ფეჰერვარი” (უნგრეთი), “შკენდია” (ჩრდ. მაკედონია), “ნიუ სენტსი” (უელსი), “დინამო მინსკი” (ბელარუსი), “ლეხი” (პოლონეთი), “აბერდინი” (შოტლანდია), “ზრინსკი” (ბოსნია), “ალაშკერტი” (სომხეთი), “ქაირათი” (ყაზახეთი), “ჟალგირისი” (ლიეტუვა), “მაზერვილი” (შოტლანდია), “ვადუცი” (ლიხტენშტეინი), “კუკეში” (ალბანეთი), “ვალეტა” (მალტა), “ვენტსპილსი” (ლატვია), “ოლიმპია” (სლოვენია), “ლინკოლნი” (გიბრალტარი), “ბაჩკა ტოპოლა” (სერბეთი), “კალიუ” (ესტონეთი), “შახტიორი” (ბელარუსი), “ჰამარბი” (შვედეთი), “სანტა კოლომა” (ანდორა), “ჰაფნარფიორდური” (ისლანდია), “ოდდი” (ნორვეგია), “რიტერიაი” (ლიეტუვა), “პროგრეს ნიდერკორნი” (ლუქსემბურგი), “ცსკა სოფია” (ბულგარეთი), “სუტიესკა” (მონტენეგრო), “ჰონვედი” (უნგრეთი), “მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი), “ბეითარი” (ისრაელი), “ორდაბასი” (ყაზახეთი), “ნეფტჩი” (აზერბაიჯანი), “შამროკ როვერსი” (ირლანდია).

გარდა ჩამოთვლილი გუნდებისა, დანიის, რუმინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატებში ევროპა ლიგის საგზურის ყველა მფლობელი არ გარკვეულა.

(277)

ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

სტატიის ავტორი
-