Belive

სფფ-ს მედიამენეჯერი კახა შალამბერიძე 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ეროვნული ლიგის და ასაკობრივი ნაკრებების მედიამენეჯერი კახა შალამბერიძე გარდაიცვალა. ჩვენი 39 წლის კოლეგა მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა. კახა შალამბერიძე წლების განმავლობაში გაზეთ "სარბიელსა" და საფეხბურთო გამოცემა Soccerway-ში საქმიანობდა. "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასთვის საყვარელი კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო. კახა შალამბერიძეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერის თანამდებობა ეკავა. იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2015 წლიდან მუშაობდა, აქტიურად იყო ჩართული ფეხბურთის ფედერაციის ყველა პროექტში და თავდაუზოგავად შრომობდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ​საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს", - წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. Live.ge-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

სხვა სტატიები