Belive

ქართველები ევროტურნირებზე - ვინ რომელ ჯგუფში მოხვდა?!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს, 26 აგვისტოს, თურქეთში ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, გუნდები ასე გადანაწილდნენ:

FbFZbZjXgAAQxWn

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. "შტურმი", რომელშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, საკმაოდ რთულ, F ჯგუფში მოხვდა, სადაც ავსტრიულ კლუბთან ერთად, იტალიური "ლაციო", ნიდერლანდური "ფეიენოორდი" და დანიური "მიდტიულანდი" ითამაშებენ.

H ჯგუფში ითამაშს "ცრვენა ზვეზდა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი - ირაკლი აზაროვი იცავს. სერბული კლუბი ჯგუფში "მონაკოს", "ფერენცვაროშსა" და "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ფერენცვაროშში" ირიცხება გიორგი ხარაიშვილი, რომელსაც პირველ კლუბში 2021 წლის 4 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

კონფერენს ლიგა

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი 5 ქართველი ითამაშებს.

პოლონურ "ლეხში" ირიცხებიან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - ნიკა კვეკვესკირი და მარცხენა მცველი - გიორგი წიტაიშვილი. "ლეხი" C ჯგუფში, "ვენის ავსტრიასთან", "ჰაპოელ ბერ-შევასთან" და "ვილიარეალთან" მოხვდა.

ხოლო რაც შეეხება ბრატისლავის "სლოვანს", სლოვაკები H ჯგუფში: "ჟალგირისთან", "პიუნიკთან" და "ბაზელთან" ერთად იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ბრატისლავის "სლოვანში" 3 ქართველი: გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა ირიცხებიან.

სხვა სტატიები