Belive

ქართველები რუსეთში გამოარჩიეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა Whoscored.com-მა რუსეთის ჩემპიონატის შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელთა მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც სამი ქართველიც მოხვდა. ართმევის კომპონენტში სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის საქართველოს ნაკრების და "უფას" ცენტრალური მცველი ჯემალ ტაბიძეც იმყოფება, რომელიც საშუალოდ ერთ შეხვედრაში მეტოქეს ბურთს 2.9-ჯერ ართმევს. გარღვევებში მეორე ადგილზე ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი მოხვდა, რომლის დრიბლინგების 62% წარმატებული გამოდგა (53/85). რაც შეეხება მთლიანად, ყველაზე სარგებლიანი მოთამაშეების ჩამონათვალს, აქ მეოთხე ადგილზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი მელქაძე იმყოფება, რომელიც მოსკოვის "სპარტაკმა" "ტამბოვში" გაანათხოვრა და 10 მატჩში 5 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის მოგროვება მოახერხა.

სხვა სტატიები