ქართველების დაპირისპირება უნგრეთში – ზივზივაძემ ჩემპიონს გაუტანა 

62
ნახვა

უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ჩემპიონობის მაძიებელი 3 გუნდიდან ორი ერთმანეთს დაუპირისპირდა – “ფერენცვაროშმა მეზოკოვეშდი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში გალიდერებისთვის ერთმანეთს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ებრძოდა. ლაშა დვალი, რომელმაც წინა ტურში სრულად ითამაშა, მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა, რაც შეეხება სტუმართა რიგებს, აქ ბუდუ ზივზივაძე შეუცვლელი იყო.

საქართველოს ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირმა 49-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და 4 წუთში ყვითელი ბარათიც მიიღო.

ზივზივაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მეხუთე გოლი იყო, რა მაჩვენებლითაც ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერს ორი ბურთით ჩამორჩება.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ორივე ქართველის გუნდს და “ვიდეოტონს” თანაბარი – 23 ქულა აქვს, თუმცა ლაშა დვალის “ფერენცვაროშს” მეტოქეებზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩატარებული. ამრიგად, შემდეგ ტურში “დებრეცენთან” გამარჯვების შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი გალიდერდება.

video

(62)

ქართველების დაპირისპირება უნგრეთში – ზივზივაძემ ჩემპიონს გაუტანა 

სტატიის ავტორი
-