Belive

ქართველების გოლები - ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსში ლიდერობს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობას ინარჩუნებს. ქართველი მთავარი მწვრთნელის გუნდმა მეექვსე ტურში, ბოლოადგილოსან დოქსასთან სტუმრად დიდი ანგარიშით - 6:0 იმარჯვა, რაშიც უდიდესი წვლილი მისმა თანამემამულეებმა შეიტანეს. გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს. მეორე მათგანმა გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე შემოვიდა და 20 წუთში მეტოქის კარის აღებაც მოახერხა. ორივე ფეხბურთელმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ის განაცხადში არ ყოფილა. ქეცბაიას გუნდს 6 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, თანაც უახლოეს მდევრებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.   იხილეთ ვიდეო მიმოხილვა     

სხვა სტატიები