ქართველების გუნდმა მოსკოვში ცსკა დაამარცხა – ლოჩოშვილის სტატისტიკა

ევროპის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ვოლფსბერგერმა” მოსკოვის “ცსკა-ს” სტუმრად, რუსეთის დედაქალაქში – 1:0 აჯობა.

გამარჯვებაში თავისი, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. “დინამო თბილისის” აღზრდილმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა წამყვანი ევროპული სტატისტიკური ვებ-გვერდების მონაცემებით, 7.2 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, რა მაჩვენებლითაც, მას ორივე გუნდის შემადგენლობაში, მოედანზე მყოფი 31 მოთამაშიდან მხოლოდ 4 აღემატებოდა.

22 წლის ცენტრალური მცველის ზუსტი სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

ბურთთან შეხება: 33

მოგებული ორთაბრძოლები: 2

პასის სიზუსტე: 52.4%

საერთო შეფასება: 7.2

რაც შეეხება ავსტრიელთა კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, გურამ გიორბელიძეს, ის “ვოლფსბერგერის” სათადარიგო შემადგნელობაში იყო და მოედანზე არ გამოსულა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ავსტრიელებს 7 ქულა აქვთ და მეორე პოზიციას იკავებენ. პლეი-ოფში გასასვლელად მათ ბოლო ტურში, საშინაო არენაზე, როტერდამის “ფეიენოორდთან” არ უნდა წააგონ.

(356)

ქართველების გუნდმა მოსკოვში ცსკა დაამარცხა – ლოჩოშვილის სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-