Belive

ქართველების ვოლფსბერგერმა ავსტრიის საუკეთესო გუნდი დაამარცხა - ლოჩოშვილის სტატისტიკა ზალცბურგთან 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, "ვოლფსბერგერმა" ქვეყნის საუკეთესო გუნდი "ზალცბურგი" სტუმრად - 3:2 დაამარცხა. ტრადიციულად, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. 22 წლის ფეხბურთელმა ევროპის წამყვანი სტატისტიკური გამოცემების მონაცემებით, 7.3-კოეფიციენტიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მოედანზე გამოსულ 30 ფეხბურთელს შორის მეექვსე შედეგი გახლდათ. ლოჩოშვილის დეტალური სტატისტიკა ავსტრიის 14-გზის ჩემპიონის წინაღმდეგ, ასეთია:  შეხება - 51 პასის სიზუსტე - 22/29 (76%) ჩაჭრა - 4 მოგერიებული დარტყმა -  2 მოგერიებული შეტევა - 10 მოგებული ორთაბრძოლა მიწაზე - 2/2 მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში - 2/5 კარისკენ დარტყმა - 1 საერთო შეფასება - 7.3 გადაადგილების რუკა
რაც შეეხება "ვოლფსბერგერის" კიდევ ერთ ლეგიონერს, გურამ გიორბელიძე სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "ვოლფსბერგერს" 16 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს, თუმცა უშუალო კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. შემდეგ შეხვედრას ქართველების გუნდი ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმის" წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, "ვოლფსბერგერი" მეხუთე პოზიციაზე აინაცვლებს, ხოლო კიტეიშვილის გუნდს 3 ქულა ლიდერის პოზიციას მოუტანს.

სხვა სტატიები