Belive

"ქართველებმა რაგბის გუნდით ითამაშეს? ისინი ყოველთვის მოღალატეები იყვნენ" - რას წერენ სომეხი გულშემატკივრები

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული (2:2) შეხვედრის შემდეგ, მეზობელი ქვეყნის ეროვნული გუნდის გულშემატკივრებმა თავიანთი ნაკრები ქართველი ერი გააკრიტიკეს. აი რამდენიმე კომენტარი, რომელსაც სომეხი ქომაგები წერენ. "ქართველებმა რაგბის გუნდი გამოიყვანეს?"; "ქართველებმა რომელ მეგობრობაზე უნდა ისაუბრონ. ისინი ჯავახეთის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნის უფლებასაც არ აძლევენ. მეგობრობა არ არსებობს"; "საქართველო რანაირი მეგობარია? აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი ყოველთვის მოღალატეები იყვნენ. მათთან ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გაწყდეს!"; "იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, ფრე მისაღები შედეგია. თურქების ჯიბრით ჩვენ საქართველოში უნდა მოვიგოთ"; "ჩვენს გუნდს ფეხბურთი არ უთამაშია. საქართველო უკვე ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, თანაც ჩვენს გუნდს ზურგს გულშემატკივარი არ უმაგრებდა"; "საკუთარი შეცდომების გამო ბოლო მატჩებში 4 გოლი გავუშვით.  ბოლო სამ მატჩში, ჩვენმა მეტოქეებმა საკუთარი სწორად გათამაშებული კომბინაციის შედეგად გოლის გატანა ვერ მოახერხეს";  "ქართველები ამ შედეგით იმედგაცრუებული უნდა იყვნენ. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოსთან კიდევ ერთხელ უნდა ვითამაშოთ, თანაც თბილისში";  "აბსურდია. ქართველებმა მორაგბეების გუნდით გვეთამაშეს". წყარო: სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია   

სხვა სტატიები