Belive

ქართველი არბიტრები ევროტურნირების მატჩებს გაუძღვებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველი არბიტრები 9 და 11 ივლისს ევროტურნირების მატჩებს გაუძღვებიან. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებმა 9 ივლისს აიღო სტარტი. 9 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ჰიკი" (ფინეთი) "ტორშავნს" (ფარებები) დაუპირისპირდება. აღნიშნულ დაპირისპირებას ქართველი მსაჯების ბრიგადა ემსახურება. მატჩს გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ასისტენტები ზაზა ფიფია და ლევან თოდრია იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციებს დავით ხარიტონაშვილი შეითავსებს. 11 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, UEFA-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზეტა" (მონტენეგრო) "მოლ ვიდის" (უნგრეთი) დაუპირისპირდება. მატჩს ქართველი მსაჯების ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება. მისი ასისტენტების ფუნქციას კი დავით ჩიგოგიძე და ზაზა მენთეშაშვილი შეასრულებენ. მატჩის მეოთხე არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება.  

სხვა სტატიები