Belive

ქართველი გულშემატკივრები ავარიაში დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელის გამხნევებას აპირებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს, რომელიც გუშინ ღამით ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, საქართველოსთან მატჩის მერვე წუთზე (ფეხბურთელის სათამაშო ნომრის გამო), ქართველი გულშემატკივრები აპლოდისმენტებით გაამხნევებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:
,,ტოდორ ნედელევის სათამაშო ნომრის მიხედვით, ანუ მატჩის მე-8 წუთზე აპლოდისმენტებით ვამხნევებთ ბულგარელ ფეხბურთელს, რომელმაც ოპერაცია ახლახან გაიკეთა და რომელსაც თავის ქალა აქვს გატეხილი, როგორც იცით, ,,დინამო არენაზე'' ანშლაგია, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს ჟესტი ღირსეული იქნება.''
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ვიქტორ იგნატოვის, თქმით, ნედელევს თავის ქალა ჰქონდა გატეხილი და ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, ახლა კი მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, მის სრულ გამოჯანმრთელებას მინიმუმ 3 თვე დასჭირდება. ავარია გუშინ, გვიან ღამით, თბილისში მოხდა, როცა ბულგარეთის ნაკრები აეროპორტიდან სასტუმროში ორი ავტობუსით მიემართებოდა. საქართველოსა და ბულგარეთს შორის ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრა ხვალ, 12 ივნისს, 20:00 საათზეა ჩანიშნული.  

სხვა სტატიები