Belive

ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე იმუშავებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაზე იმუშავებენ. უეფას გადაწყვეტილებით, სლოვაკეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ, მთავარი არბიტრის რანგში გოგა კიკაჩეიშვილი იმუშავებს, ხოლო მისი ასისტენტი დავით გაბისონია იქნება. ქართველებთან ერთად, მსაჯთა ბრიგადა ლიეტუველი ოფიციალური პირებით დაკომპლექტდება. გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი - იტალიისა და ინგლისი - ისრაელის 19-წლამდე ნაკრებების მატჩებზე იმუშავეს. ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 28 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები