Belive

ქართველი ფეხბურთელების ანტირუსულ აქციას ომარ თეთრაძემ ტრაგედია უწოდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ომარ თეთრაძემ ქართველი ფეხბურთელების ანტირუსულ აქციას ტრაგედია უწოდა. "ის, რომ ეს აქციები ხდება ტრაგედიაა. ფეხბურთელები არიან დაქირავებული მომუშავეები. მათ უთხრეს და მათ შეასრულეს. თავად ფეხბურთელები ამას არ შვებიან. ეს რა თქმა უნდა არ ამსუბუქებს მათ ქმედებას. ფეხბურთელები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ. მათი საქმე ვარჯიში, თამაში, შედეგის მიღწევა და გულშემატკივრების გახარებაა." "ჩემთვის გულდასაწყვეტია, ის რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ხდება. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვიყავით. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური სიტუაცია ლაგდებოდა თუმცა უეცრად ასეთი რამ, ასეთი პროვოკაცია მოხდა. ვინ მოახდინა ამის პროვოცირება მეორე საკითხია, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ ეს დროებითია. ადამიანები საქართველოშიც და რუსეთშიც საკმაოდ ჭკვიანები არიან. ვიმედოვნებ, რომ ისინი იმ გადაწყვეტილებამდე მივლენ, რომელიც ყველასათვის სასარგებლო იქნება", - აღნიშნა ომარ თეთრაძემ.

სხვა სტატიები