Belive

ქართველი ფეხბურთელების ვოლფსბერგერი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელების "ვოლფსბერგერმა" შინ "ფეიენოორდი" 1:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ავსტრიული გუნდისთვის ფრეც საკმარისი იყო, თუმცა 31-ე წუთზე იოველიჩის მიერ გატანილი გოლით "ვოლფსბერგერმა" მეტოქე მეორედაც დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა. ახალგაზრდა ქართველი მცველი "ფეიენოორდის" წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რაც შეეხება გიორბელიძეს, ის სათადარიგო სკამზე იყო და თამაშის შანსი 24 წლის მარცხენა მცველს არ მისცემია.

სხვა სტატიები