Belive

ქართველი ფეხბურთელი ბარსელონასთან მატჩის განაცხადშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, "ლევანტე" ჩემპიონობის მაძიებელ "ბარსელონას" უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრაში, ვალენსიური კლუბის განაცხადში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი მოხვდა. 21 წლის ფეხბურთელს, რომელსაც "ლევანტეს" მთავარი გუნდის მაისურით მოედანაზე უფრო მეტად წინა სეზონში ვხედავდით, მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ერთი შეხვედრის ჩატარება ("ბეტისის" წინააღმდეგ) მოასწრო, კოპა დელ რეიზე კი ერთხელ ითამაშა და "მურსიას" კარის აღებაც მოახერხა. "ლევანტესა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 12 მაისს, თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები