Belive

ქართველი ფეხბურთელი ციურიხში ითამაშებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე, ლევან ხარაბაძე ოფიციალურად "ციურიხის" ფეხბურთელია. ამის შესახებ შვეიცარიული გუნდისა და "დინამოს" ვებგვერდი იტყობინება. შეთანხმების თანახმად, ქართველი მოთამაშე "ციურიხში" წელიწად ნახევრიანი იჯარით ითამაშებს და შვეიცარიელებს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ. "ციურიხის" სპორტული დირექტორის, თომას ბიკელის თქმით, ლევან ხარაბაძე სწრაფი, ტექნიკური და ხარისხიანი ფეხბურთელია. მას აქვს ყველაფერი, რაც თანამედროვე ფეხბურთითვის საჭიროა. ხარაბაძემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები