Belive

ქართველმა მცველმა ერთ მატჩში სამი საგოლე გადაცემა გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხორვატული "გორიცას" განაპირა მცველი, გიორგი მჭედლიშვილი ამხანაგურ შეხვედრაში გამორჩეული იყო. "გორიცა" უნგრულ "ბუდაფოკის" დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა. მჭედლიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საუკეთესო შთაბეჭდილებაც დატოვა. ქართველმა მცველმა 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველი, მესამე და მეოთხე ბურთები მისი პასით გავიდა. "გორიცა" ხორვატიის ჩემპიონატზე მე-5 ადგილს იკავებს. ჩემპიონატის მეორე ნაწილი 3 თებერვალს განახლდება.

სხვა სტატიები