Belive

ქართველმა ფეხბურთელებმა ირანი დატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობით ირანი მსოფლიოში მესამეა. ისლამურ რესპუბლიკაში COVID 19-ის სულ 8042 შემთხვევა დაფიქსირდა. ცხადია, ასეთ ვითარებაში, ირანში საჯარო ღონისძიებების გამართვა შეუძლებელია. დროებით შეჩერებულია ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი. ირანულ "შახინ ბუშერში" თამაშობს 2 ქართველი ფეხბურთელი, მაქსიმე ქვილითაია და ლუკა გადრანი. ორივე მათგანმა, ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. "როგორც კი ჩვენი კლუბის ქალაქში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საქართველოში წამოვედით. დახმარებისთვის მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც ჩვენი დაბრუნება უზრუნველყო. შეგვამოწმეს როგორ ირან-სომხეთის, ასევე, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე და გავიარეთ ყველა საჭირო შემოწმება. საქართველოში შემოსვლისთანავე, წაგვიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ჩაგვიტარეს გამოკვლევა და ვირუსი არ დაგვიდასტურდა. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების მიზნით, მივმართეთ თვითიზოლორებულ, ორ კვირიან კარანტინს," - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა, ლუკა გადრანმა.

სხვა სტატიები