Belive

ქეთევან გაიპარაშვილი: "მადლობა ფედერაციას ნდობისთვის, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ისეთი რანგის მატჩში, როგორიც ქვეყნის სუპერთასია, სამსაჯო ბრიგადაში ქალი არბიტრი მოხვდა. მთავარი მსაჯის დამხმარე "დინამო" - "საბურთალოს" დერბიში ქეთევან გაიპარაშვილი გახლდათ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. "მინდა ფეხბურთის ფედერაციას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. 2006 წლიდან პროფესიონალი მსაჯი ვარ და მამაკაცთა ფეხბურთში ასეთი დონის შეხვედრაში პირველად ვიმუშავე.  ეს ქართული ფეხბურთისთვისაც ისტორიული მომენტია, რადგან ქალი მსაჯის ასეთი რანგის მატჩში მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა. მთლიანობაში, არამხოლოდ მსაჯებს, ზოგადად ყველა ფეხბურთში ჩართულ ქალბატონს წარმატებას ვუსურვებ", - აღნიშნა გაისპარაშვილმა.

სხვა სტატიები