Belive

ქეცბაია ანორთოსისში ქინქლაძეს იწვევს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თემურ ქეცბაიას სურვილია, რომ გიორგი ქინქლაძე "ანორთოსისში" დაბრუნდეს და კლუბის სპორტული დირექტორის პოზიცია დაიკავოს. აღნიშნულ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. goal.philenews-ის თანახმად, ქეცბაია და ქინქლაძე ერთმანეთს საქართველოში უკვე შეხვდნენ. თბილისში გამართული მოლაპარაკება საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თემური კი საქართველოს ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელის დარწმუნებას შეეცადა. შეგახსენებთ, რომ ქინქლაძეს სხვადასხვა დროს "მანჩესტერ სიტის", "აიაქსის", "დერბისა" და სწორედ "ანორთოსისის" რიგებში უთამაშია. შესაბამისად, მისი საფეხბურთო კავშირები ქეცბაიას გუნდს ძალიან დაეხმარება.  

სხვა სტატიები