Belive

ქეცბაია: "ასე ხდება, როცა მეტოქეს არ აფასებ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველთა "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში ტიტულისთვის იბრძვის. საჩემპიონო ჯგუფის დაწყებამდე 1 ტურით ადრე კი, 5 ქართველი ფეხბურთელისა და სამწვრთნელო შტაბის გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ეთნიკოსთან" გამანადგურებელი ანგარიშით - 0:5 წააგო. შეხვედრის შემდეგ, ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. "მეტოქეს ამ გამარჯვებას ვულოცავ, თამაშიდან გამოჩნდა, რომ მათ ეს შედეგი დაიმსახურეს. არადა, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. ჩვენ ლიდერები ვართ, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით და მოსაგებად უნდა გვეთამაშა.  როცა კონცენტრირებული არ ხარ და მარტივ გამარჯვებას ელოდები, მაშინ სწორედ ასეთ შედეგს იღებ. არ არსებობს იოლი მეტოქეები და მარტივი თამაშები, რაც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ასეთი თამაშით ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც ბოლო 7 თვის განმავლობაში თამაშობდა. ეს იმ ყველაფერს უსვამს ხაზს, რაც აქამდე გაგვიკეთებია. იმედგაცრუებული ვართ ამ მარცხით და ფეხბურთელების ქცევით, თუმცა ამ წაგებაზე პასუხისმგებელი მთლიანად მე ვარ. გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან და მათი ძალიან კარგად მესმის.  გასახდელში რთული საუბარი გვქონდა. ფეხბურთელები აცნობიერებენ რეალობას. მართალია დავმარცხდით, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ ჩემპიონატის არდა, სათასო დაპირისპირებაც გველის", - თქვა თემურ ქეცბაიამ.

სხვა სტატიები