Belive

ქეცბაია: "ეს შედეგი დავიმსახურეთ, თუ უფრო მეტი არა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველების "ანორთოსისმა" კვიპროსის მოქმედ ჩემპიონ "აპოელთან" მიმდინარე სეზონში ორივე შეხვედრა დაუმარცხებლად გაიარა. საშინაო კედლებში გამარჯვების შემდეგ, ფამაგუსტელებმა სტუმრად უგოლო ფრე ითამაშეს. მატჩის შემდეგ, რომლის მერეც 6 ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიდერობა შეინარჩუნა, მთავარია მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა. "ჩემს ფეხბურთელებს სტუმრად გამართული ასეთი რთული მატჩიდან ქულის წამოღებას ვულოცავ. "აპოელთან" ეს შედეგი დავიმსახურეთ, თუ უფრო მეტი არა.  შემდეგ შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი, ტიტულამდე კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება, "აპოელს" კი წარმატებას ვუსურვებ",-თქვა ქართველმა სპეციალისტმა. "აპოელთან" მატჩში, გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა სრულად ითამაშეს, ნიკა კაჭარავა სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი კი განაცხადში არ ყოფილან. "ანორთოსისი" 40 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ომონიასთან" ორქულიანი უპირატესობა აქვს. შემდეგ ტურში, ქართველების გუნდი ნიქოზიის "ოლიმპიაკოსთან" ითამაშებს.  

სხვა სტატიები