Belive

ქეცბაიას გუნდმა მეტოქე ქართველების გარეშე გაანადგურა - ანორთოსისი თასის ნახევარფინალში გავიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ანორთოსისმა" საშინაო კედლებში, "კარმიოტისა" დიდი ანგარიშით - 5:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში, ფამაგუსტელებმა - 7:2 მოიგეს (5:1, 2:1). საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილის და გიორგი ქვილითაიას დასვენების ფონზეც მარტივად მოახერხა. ჯერჯერობით, ნახევარფინალში მხოლოდ ქართველების გუნდი და ნიქოზიის "აპოელია" გასული, დარჩენილი ორი წყვილის მატჩები კი 17 მარტს გაიმართება. "ანორთოსისი" ჩემპიონატში მეოთხე პოზიციას იკავებს და ევროზონაში გამსვლელ პოზიციაზე მყოფ "ომონიას" სამით ჩამორჩება, ამრიგად, საერთაშორისო სარბიელზე მოსახვედრად, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და მოქმედი ფეხბურთელები სათასო ბატალიეტსაც დიდ ყურადღებას დაუთმობენ. კვიპროსის პირველი დივიზიონის შემდეგ ტურში, "ანორთოსისი" საჩემპიონო ჯგუფის ბოლო, მეექვსე პოზიციაზე მყოფ ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი 14 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები