Belive

ყატარი 2022: ალკოჰოლის გაყიდვა შეზღუდულია - გერმანელი ფანები შეშფოთებულები არიან

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი რომ ყველა დანარჩენისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, ეს მუნდიალის დაწყებამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე უკვე ნათელია. სხვადასხვა აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლის შესახებ ინფორმაციასაც FIFA, UEFA და მონაწილე ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციები გულშემატკივრებს აძლევენ, ალკოჰოლის გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემაც დაემატა. იმ ევროპელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ზამთარში პლანეტის ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე გამგზავრებას აპირებენ, აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლის შეძენა და მისი მირთმევა მთელ რიგ ბიუროკრატიულ პროცესებთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ალკოჰოლური სასმელი მიირთვათ, საჭიროა აეროპორტებში მდებარე მაღაზიებით ისარგებლოთ, ან იგი Qatar Distribution Company-ის სპეციალურ მარკეტებში შეიძინოთ. მესამე არჩევანი სასტუმროს რესტორანია. ქსელურ მაღაზიებში ან ქუჩის ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის შოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. ასევე, QDC-ის ქსელში შესული მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს 21 წლის და გარდა ამის დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტისა, თან ექსკლუზიური უფლებაც უნდა იქონიოს, რომელიც ყატარის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის შეძენის უფლებას ანიჭებს. ამ სპეციალური ნებართვის მოსაპოვებლად მსურველმა უნდა დაწეროს განცხადება და​ დასაქმებულობისა და სახელფასო ამონაწერი უნდა წარადგინოს. თანაც ეს ნებართვა მხოლოდ იმ პირებზე გაიცემა, რომელთაც ყატარში ცხოვრების მუდმივი უფლება აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ნებართვა არ არის უფასო. პირველიდან მესამე წლამდე მსურველს ყოველწლიურად 40 ევროს გადახდა მოუწევს, მეოთხე და მომდევნო წლებში კი თანხა 100 ევროს მიაღწევს.
World Cup fans drinking Moscow dry, straining bars' beer supplies - ABC News

ამ გზით ყატარელები ცდილობენ ებრძოლონ ალკოჰოლური სასმელების შავ ბაზარს, მაგრამ ადგილობრივი დაჯგუფებები ხელისუფლებას მაინც ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.
Німецькі фанати обурюються жорсткими обмеженнями на продаж алкоголю в Катарі

ნებართვის უქონლობის შემთხვევაში, ალკოჰოლის მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირის სახლში, ვინც ეს ნებართვა მიიღო. ამავდროულად, სასმელების ტრანსპორტირება მყიდველმა პირადი მანქანით უნდა განახორციელოს, ხოლო შეფუთვა ფართო საზოგადოებისთვის ხილული არ უნდა იყოს. ასევე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიაში ნათესავების ან მეგობრების მიყვანა, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ნებართვა. ალკოჰოლის შესაძენად დამატებით დაბრკოლებას ქმნის "ცოდვის გადასახადი", რაც პროდუქტის ღირებულების 100%-ის ოდენობას ითვალისწინებს და ეხება ყველა კატეგორიის პროდუქტს, რომელიც ეწინააღმდეგება მუსლიმური ცხოვრების წესს.
England World Cup fans throw beer into the air as wild goal celebrations become a competition between cities - Mirror Online

თავისთავად ცხადია, რომ ამ მდგომარეობამ ალკოჰოლური სასმელების ფასებზეც იქონია გავლენა. მუნდიალის სპონსორი ლუდის კომპანიის მიერ ჩამოსხმული 24 ბოთლის (0.33 მლ) შეკვრა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს 115 ევრო ეღირება, რომლის ფასიც გერმანიაში სულ რაღაც 31 ევროა. ამჟამად ფიფა და ორგანიზატორები აწარმოებენ დისკუსიას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ზონების გეოგრაფიის გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი შემოიფარგლება მხოლოდ სტადიონის ფარგლებში გარკვეული ადგილებით. ამ ყველაფერმა ცხადაია გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ამ ფაქტით განსაკუთრებით შეშფოთებული გერმანელი ქომაგები არიან, რომლებსაც მათთვის საყვარელი საფეხბურთო კერძების (ლუდი და ღორის ხორცი) მირთმევა აუკრძალეს. გერმანიის ნაკრები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიის, ესპანეთისა და კოსტა რიკის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები