Belive

ყატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი მასპინძლობს. ტურნირი მომდევნო წლის დეკემბერში გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორები აქედანვე ცდილობენ, რომ სავალდებულო გახდეს ვაქცინაციის პროცედურა იმ მოთამაშეებისათვის, რომლებიც ტურნირზე გაემგზავრებიან. The Athletic-ის ინფორმაციით, FIFA და ყატარის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ამ უკანასკნელების სურვილის შესაბამისად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ყველა ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს ორმაგი დოზით იყოს ვაქცინირებული. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ღონისძიებები არამხოლოდ ტურნირზე მონაწილე სპორტსმენებს, არამედ გულშემატკივრებსაც შეეხებათ - დასწრების უფლება მხოლოდ ორჯერადად აცრილ ადამიანებს ექნებათ. The Atletic-ის სტატიაში პრემიერ ლიგის მაგალითია მოყვანილი, სადაც ვაქცინაციის პროცედურა და მნიშვნელობა დაპრიორიტეტებული არ არის, ვინაიდან მხოლოდ სამმა კლუბმა გამოაქვეყნა მათი ფეხბურთელების ამჟამინდელი სტატუსის შესახებ. "ვულვზის" მესვეურები ირწმუნებიან, რომ ყველა ფეხბურთელი ორმაგი დოზითაა აცრილი. ”COVID-19 პანდემიის ფონზე, ყატარი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, უზრუნველყოფს დაცულ გარემოს, რომლებიც აუცილებელია შეჯიბრში მონაწილე ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის”,-განუცხადა ფიფას წარმომადგენელმა The Athletic-ს.

სხვა სტატიები