Belive

"ყატარი არასაფეხბურთო ქვეყანაა, რომელშიც ადამიანებს საშინლად ექცევიან" - ერიკ კანტონა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საკულტო ფიგურა - ერიკ კანტონა, ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ მწვავე პოზიციას აფიქსირებს. კანტონა, რომელიც ოდიოზურობითა და სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ ყატარი არასაფეხბურთო ქვეყანაა, რომელშიც ადამიანებს საშინლად ექცევიან.
"სიმართლე გითხრათ, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ის "ნამდვილი" მსოფლიო ჩემპიონატი არაა. იმ იდეის წინააღმდეგი არ ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც ფეხბურთის განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობა არსებობს - მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და აშშ. ყატარი - ეს არ არის საფეხბურთო ქვეყანა! მათ მხოლოდ ფული აქვთ და საშინლად ექცევიან ადამიანებს, რომლებიც სტადიონების მშნებელობაში იღებენ მონაწილეობას".
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 28 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სხვა სტატიები