Belive

ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა – საქართველოს ნაკრების შემტევის შესახებ ინფორმაციას K ლიგის ოფიციალური გვერდი ავრეცელებს 28 წლის ქართველი სამხრეთ კორეაში ჩემპიონატის მე-8 ტურში „სეულთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში გოლით და საგოლე გადაცემით დაეხმარა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და 29-ე წუთზე, ეფექტური დრიბლინგით საჯარიმოში შეჭრილმა თანაგუნდელს, კიმ მინ-იუნს საგოლე გადაცემა გაუკეთა. 79-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა პატარა სპექტაკლი დადგა, მოედნის ცენტრიდან დაძრულმა მცველები გააბითურა და ლამაზი გოლის ავტორი გახდა. საბოლოოდ "ულსანმა" ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კონკურენტი 3:2 დაამარცხა, რეგულარულ სეზონში გამართული 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზეა. ყაზაიშვილმა კი პირველივე კარგი თამაშის შემდეგ სპეციალისტების აღიარება დაიმსახურა.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები