Belive

ყაზახეთი - საქართველო (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით ყაზახეთთან პირველ მატჩს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება და ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ისტორიაში გამართული პირველი მატჩის მონაწილე გახდება. ვლადიმერ ვაისმა აღნიშნული მატჩისთვის 25 ქართველ ფეხბურთელს უხმო: მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი). ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი). თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).
სავარაუდო შემადგენლობა დიდი ალბათობით, ვლადიმერ ვაისი კარში სათამაშო პრაქტიკის არმქონე ლორიას დააყენებს, რომელსაც სლოვაკი სპეციალისტი ნდობას ხშირად უცხადებს. ცენტრალური ხაზს "სან ხოსეში" გადაბარგებული გურამ კაშია და საბა კვერკველია დააკომპლექტებენ, რომლის პრემიერლიგაში ტრანსფერიც, გავრცელებული ჭორების მიუხედავად, არ შემდგარა. რაც შეეხება დაცვის ფლანგებს - მარჯვნიდან გუნდს, უპირობოდ, ძირითადის უცვლელი წევრი, ოთარ კაკაბაძე დაეხმარება. ხოლო მარცხენა ფლანგზე, დიდი ალბათობით, მინსკის "დინამოს" ახალწვეული, გიორგი ნავალოვკი ითამაშებს. ვაისის ხელმძღვანელობით გუნდს არაერთი ტაქტიკური მონახაზით უთამაშია: მათ შორის იყო 4-1-4-1, 4-2-3-1, 4-3-3, თუმცა სავარაუდოა, რომ ვაისი ამ შემთხვევაში ცენტრალური ნახევარდაცვაზე მეტ აქცენტს გააკეთებს, რადგან ნახევარმცველების უმრალესობას წარმატებული სათამაშო პრაქტიკა აქვს - ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურში რეგულარულად ხვდება, გვილიას, კვეკვესკირსა და აბურჯანიას კი სათამაშო დრო რეგულარულად ეძლევათ. ბრწყინვალე ფორმაშია გურამ კაშიას თანაგუნდელი, ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც ივლისის შემდეგ უკვე 6 გოლი აქვს გატანილი. ანალოგიურს ვერ ვიტყვით დიდი პოტენციალის მქონე და ნაკრებში შედეგიანად მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილზე, რომელსაც ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა. დიდი ალბათობით, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ გენტის ერთ-ერთ ლიდერს, 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ყაზახურ მედიაში სახიფათო მოთამაშედ დაასახელეს. რაც შეეხება თავდასხმას, ლევან მჭედლიძის დაბრუნება სასიამოვნო სიახლეა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის არმქონე "ემპოლის" ფორვარდს ვაისი სავარაუდოდ ნაკლებად ენდობა და უპირატესობას გიორგი ქვილითაიას მიანიჭებს, რომელმაც მიმდინარე სეზონის 3 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები