Belive

ყაზახური მედია: ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები დატოვოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზახურ მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. KazFootball-ის თანახმად, "ასტანა" მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის შემცვლელად ვლადიმერ ვაისს განიხილავს. როგორც ცნობილია, ყაზახური კლუბი სლოვაკ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეთანხმების შემთხვევაში, ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში დაკავებულ პოსტს სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვებს. ვაისი საქართველოში 2016 წლის მარტიდან მუშაობს. 54 წლის მწვრთნელს კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.  

სხვა სტატიები