Belive

ყოფილ მწვრთნელთან - მორატა იტალიაში ბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, ახლო მომავალში, შესაძლოა კლუბი ისევ შეიცვალოს. ესპანელი ფეხბურთელი სავარაუდოდ იტალიაში დაბრუნდება. Football Italia და Tuttosport-ი 27 წლის ფეხბურთელს მილანის "ინტერს" უკავშირებენ, სადაც მისი ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე მუშაობს. "ნერაძურის" პროექტი ნელ-ნელა შენდება და გუნდი გაძლიერებას აგრძელებს, თუმცა დიდი ალბათობით, იტალიელებს ლაუტარო მარტინესთან გამოთხოვება მოუწევთ, რომელიც "ბარსელონას" და სხვა გრანდების მთავარი სამიზნეა, რომელუ ლუკაკუს მეწყვილის ვაკანსიაზე კი, "ინტერის" მმართველები სწორედ მორატას განიხილავენ. ამჟამად, მორატა "როხიბლანკოში" იჯარის წესით ირიცხება და უახლოეს კვირებში "მეზეწრეებმა" იგი ლონონის "ჩელსიდან" 56 მილიონ ევროდ უნდა გამოისყიდონ. Მადრიდის "რეალის" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა ამ სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით 23 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები