Belive

ყოფილმა მსაჯმა შვილს სანტიაგო ბერნაბეუ დაარქვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FIFA-ს კატეგორიიის ყოფილმა მსაჯმა პაბლო ლუნატიმ თავის ახალშობილ ვაჟს სანტიაგო ბერნაბეუ დაარქვა. როგორც Marca იუწყება, არგენტინელი არბიტრი "რივერ პლეიტის" ქომაგია, მადრიდის "რეალის" საშინაო არენა კი ის სტადიონია, სადაც ბუენოს აირესელებმა ბოლოს სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი - კოპა ლიბერტადორესი მოიგეს და თანაც ფინალში მოსისხლე მტერი "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხეს. ლუნატი არგენტინის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის მატჩებს 2004-16 წლებში სჯიდა. 2007-12 წლებში მას FIFA-ს კატეგორიიის შეხვედრების მომსახურებაც მოუწია. სამსაჯო კარიერის დასრულების შემდეგ, ლუნატიმ "რივერ პლეიტის" მიმართ არსებული გრძნობები გაამჟღავნა და არც ის დამალა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებებით საყვარელ კლუბს ხშირად დახმარებია.

სხვა სტატიები