Belive

ყოფილმა ფეხბურთელმა ლივერპულს დახმარება შესთავაზა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლუის გარსიამ მერსესაიდულ კლუბს გადატვირთული კალენდრის პირობებში დახმარება შესთავაზა. 41 წლის ესპანელმა, რომელიც მოედანზე 3 წელია არ გასულა, იურგენ კლოპის გუნდს 17 დეკემბერს, "ასტონ ვილასთან" ლიგის თასის მეოთხედფინალში თამაში შესთავაზა. "მე თავისუფალი ვარ და თქვენ გჭირდებით",-დაწერა "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა Twitter-ში. "ლივერპული" იძულებულია ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშოს, ვინაიდან 17 დეკემბერს ინგლისში ლიგის თასის, მეორე დღეს კი ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ელის. იურგენ კლოპი აზიაში გაემგზავრება, ბირმინგემში გასამართ შეხვედრას კი მერსესაიდელები მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარებენ. ესპანეთის ნაკრების ვეტერანი "ლივერპულში" 2004-07 წლებში გამოდიოდა, სადაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები