Belive

ყრუაშვილმა ატალანტა-რეალის გაძევების ეპიზოდი საქართველოს თასის მომენტს შეადარა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

4 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში "გაგრამ" "სამგურალი" პენალტების სერიაში დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო. 34 წლის არბიტრმა მატჩის 55-ე წუთზე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მან "სამგურალის" ფეხბურთელი თედო კიკაბიძე მოედნიდან გააძევა, რასაც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

იხილეთ ეპიზოდი: 

თასის ფინალიდან 2 თვის შემდეგ, ყრუაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. გიორგიმ "სამგურალის" კაპიტნის გაძევების ეპიზოდი ატალანტა-რეალის ნაცნობ მომენტს შეადარა.
"არ არსებობს, დასრულებული მატჩის ცივ გონებაზე გაანალიზების შემდეგ, მსაჯი ვერ მიხვდეს, იმ კონკრეტულ თამაშში, დაუშვა თუ არა შეცდომა. სამწუხაროდ, მეც შევმცდარვარ და არც მომავალში ვარ ამისგან დაზღვეული, თუმცა არასადროს ისე დარწმუნებული, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, არ ვყოფილვარ, როგორც, აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მადლობა ჩემ კოლეგებს, ვინც მამხნევებდით და გჯეროდათ ჩემი! -თქვენ პროფესიონალები ხართ! ასევე, მადლობა, გუშინდელი თამაშის არბიტრს და ვიდეო არბიტრებს (VAR) ამ მომენტისთვის, რომ ხაზი გაუსვეს თამაშის წესების ინტერპრეტაციას და FIFA/UEFA-ს სტანდარტებს! P.S. ქართული ს/კ-ების, იქნება ეს "სამგურალი", "გაგრა", "ზესტაფონი" თუ სხვა ნებისმიერი, ევრო ტურნირებზე, მათი ხილვა, ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ყოველთვის გულწრფელად საამაყო და სასიხარულო იქნება," - წერს ყრუაშვილი.
 
View this post on Instagram
 

A post shared by GIORGI_REF (@g_kruashvili)

"ატალანტას" ნახევარმცველის ფრეულერის გაძევება "რეალთან":

სხვა სტატიები