Belive

ყველა ბილეთი გაყიდულია - ნეფთჩის დინამოსთან 6000-მდე გულშემატკივარი გაამხნევებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, "დინამო თბილისი" სტუმრად "ნეფთჩის" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრისთვის აზერბაიჯანში განსაკუთრებულად ემზადებიან. როგორც ცნობილია, გულშემატკივარმა "დინამო თბილისთან" თამაშის ყველა გასაყიდი ბილეთი უკვე შეიძინა. ბაქოს "ბაქსელ არენა" სულ 11 000 მაყურებელს იტევს, აზერბაიჯანში კი სტადიონის 50%-ის შევსების უფლება გაიცა. შესაბამისად, დღეს "ნეფთჩის" საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ 5500 ქომაგი გაამხნევებს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აზერბაიჯანელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. საპასუხო დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები