Belive

ყველა დროის 10 ყველაზე ნახვადი გოლი YouTube-ზე 

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
YouTube ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ აქციად და ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. სპორტის ამ სახეობის ახალგაზრდა მოყვარულები წარსულის დიდებულ ფეხბურთელებს თუ გუნდებს ინტერნეტის ამ საშუალებით ეცნობიან, ბევრიც საყვარელი მოთამაშის გამორჩეულ მომენტებს თვალს ყოველდღიურად ადევნებს, საინტერესოა, რომელია ფეხბურთის ქომაგების მიერ ყველაზე ნახვადი გოლების ათეული. 10. სერხიო აგუერო - "ქპრ" (2012) 2.2 მილიონი ნახვა  ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატულად მოგებული ჩემპიონობის გადამწყვეტი გოლი 94-ე წუთზე და მარტინ ტაილერის ლეგენდარული ხმა"აგუეროოოოოოოო!".
9. ზინედინ ზიდანის გოლი - "ლევერკუზენი" (2002) 3.3 მილიონი ნახვა  ზიზუს დიდებული შესრულება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალებში საუკეთესო გოლადაა აღიარებული. ფრანგმა მაესტრომ "ბაიერს" მარცხენა ფეხის არანორმალური მოძრაობით გაუტანა.
8. უეინ რუნი - "მანჩესტერ სიტი" (2011) 3.8 მილიონი ნახვა რუნის დერბიში გატანილმა მაკრატელამ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლის გამოკითხვა რამდენჯერმე მოიგო.
7. ლიონელ მესი - "ბაიერნი" (2015) 4.8 მილიონი ნახვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არგენტინელის სოლო რეიდი და ბოატენგის კურიოზულ მდგომარეობაში ჩაგდება მთავარ ვიდეო-პორტალზე 4.8 მილიონმა ადამიანმა იხილა.
6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - "ინგლისი" (2012) 7.5 მილიონი ნახვა  იბრაკადაბრამ პუშკაშის პრემია ეროვნულ გუნდში გატანილი საოცარი გოლით მოიგო.
5. ლიონელ მესი - "ხეტაფე" (2007) 8.5 მილიონი ნახვა გოლი, რომლის მერეც მსოფლიომ ახალგაზრდა მესიზე საუბარი დაიწყო. მარადონას შედევრის ანალოგი 6 ოქროს ბურთის მფლობელის კარიერის სამ გამორჩეულ გოლს შორის ხვდება.
4. დიეგო მარადონა - "ინგლისი" (1986) 9.1 მილიონი ნახვა  ეს ყველაფერი ზევით ნახსენები გოლიდან რამდენიმე წუთში მოხდა, ინგლისთან მეოთხედფინალურ მატჩში.
3. დევიდ ბექემი - "საბერძნეთი" (2001) 15.1 მილიონი ნახვა  ელეგანტურმა ინგლისელმა ელინელებს "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩის უკანასკნელ წუთებში გაუტანა და ამით თავისი სამშობლო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.
2. რობერტო კარლოსი - "საფრანგეთი" (1997) 24.5  ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ბურთი ფაბიან ბარტეზის კარში ამოუცნობი ტრაექტორიით და ფიზიკის ყველა კანონის დარღვევით გაგზავნა.
1. ლიონელ მესი - მადრიდის "რეალი" (2017) 40 მილიონი ნახვა ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ელ კლასიკო. ბოლო წუთი "სანტიაგო ბერნაბეუზე", 2:2, ლეო მესის ზუსტი დარტყმა და ორიგინალური აღნიშვნა - არგენტინელმა მადრიდი დაადუმა.

სხვა სტატიები