Belive

ყველა დროის ყველაზე სწრაფი პოკერი - რობერტ ლევანდოვსკი (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, გასვლით მატჩში "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ იასპარეზა. აღნიშნულ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: მიუნხენელების პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - მან ყველაზე სწრაფად, 15 წუთის ინტერვალში შეძლო პოკერის შესრულება. აქამდე ამ მიღწევის ავტორი პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ, რომელსაც პოკერი 21 წუთში, "მალმიოს" წინააღმდეგ ჰქონდა შესრულებული. შეხვედრა 2015 წელს შედგა და მადრიდის "რეალმა" შვედური "მალმიო" ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

იხილეთ ლევანდოვსკის ისტორიული პოკერი

სხვა სტატიები